2019-09-18 12:30:46
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვებთან ერთად ძებნილი პირიც შეიწყალა, რომელსაც საპატიმროში ერთი დღეც არ გაუტარებია.

ერთი-ერთი შეწყალებული პირის ვინაობა ხდება ცობილი, რომeლიც შპს „ჰორიზონტის“ დირექტორი, გელა გოგოლაძეა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,„პრაიმტაიმი“ ავრცელებს. 

ძებნილი პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა შპს “ჰორიზონტის” დირექტორი გელა გოგოლაძეა, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.

მას დაახლოებით 140 000 ლარის მითვისება ედებოდა ბრალად. ჩვენი ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში გოგოლაძე დიდ ბრიტანეთში იმალებოდა, პროკურატურას კი მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ბრიტანეთშია რეგისტრირებული კომპანია “ჰორიზონტიც”.

მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში. 16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

 

დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი შეწყალებული პირის ვინაობა, გაირკვა, რომ შეწყალებულ პირს ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია და ის ძებნილია. 


 

ამავე თემაზე