2019-09-16 16:45:04
ფიფია ივანიშვილთან ,,ბიზნეს გარჩევაში" მონაწილეობას ადასტურებს

ბიზნესმენი, რომან ფიფია, ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ის ცნობილ შეხვერას ესწრებოდა. ამის შესახებ ფიფია ,,ტვ პირველთან" წერილობით კომენტარში ადასტურებს. 

"ვადასტურებ რომ შეხვედრაზე ვიყავი, მე 2010 წლის დეკემბერში ვღებულობდი მონაწილეობას ფოთის წისქვილკომბინატის შეძენაში, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დასრულდა. შეხვედრის დეტალებზე კომენტარს არ ვაკეთებ" - წერს ფიფია.

შეგახსენებთ, რომ ,,ლელოს" დამფუძნებელმა ,,ტვ პირველის" თოქ-შოუ ,,რეაქციაში" განაცხადა, რომ ივანიშვილის რეზიდენციაში ივანიშვლის ხელმძრვანელობით "ბიზნეს გარჩევა" გაიმართა, რომელსაც მისი, ბადრი ჯაფარიძის და ვანო ჩხარტიშვილის გარდა ბიზნესმენი რომან ფიფია და მთავარი პროკორორი შოთაძე ესრებოდნენ.  

ამავე თემაზე