2019-09-16 16:30:16
ევროკავშირი ზოგჯერ შეიძლება შემაწუხებელი იყოს, თუმცა აქვს უპირატესობა. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი - იოჰანეს ჰანი

ევროკავშირი ზოგჯერ შეიძლება შემაწუხებელი იყოს, თუმცა აქვს უპირატესობა. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი - ამის შესახებ განცხადება ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გააკეთა გიორგი გახარიასთან ერთობლივი განცხადებების დროს. 

„დიდი მადლობა მიღებისთვის, მხარდაჭერისთვის, ნაკისრი ვალდებულებისთვის ევროპული სკოლის წინაშე. ეს იყო ჩემი პროექტი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ასე დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. ორიოდე წლის წინ საქართველო ამ ინიციატივის კონტექსტში საცდელ რეჟიმში იყო. დღეს ჩვენ უკვე შევხვდით კონკრეტულ უმაღლეს სკოლაში მეორე და მესამე კლასს, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო.

ყოველთვის მექნება ვალდებულება ქვეყნის წინაშე, საქართველოში მომავალშიც ჩამოვიდე. წელიწადში ერთხელ მაინც, რათა ვნახო წინსვლა და ევროპული სკოლა. მომავალში, რა რანგშიც ვიმუშავებ ევროპარლამენტშიც და სხვა ინსტიტუციებშიც, მექნება საშუალება, ამ კონკრეტული ქვეყნის საჭიროება და ინტერესი დავიცვა. დიდი მადლობა ამ ხუთწლიანი, შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. თქვენ ნამდვილად ხართ სანდო პარტნიორი. ევროკავშირი ზოგჯერ შეიძლება შემაწუხებელი იყოს, თუმცა აქვს უპირატესობა. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი. ხალხი იცვლება, თუმცა ინსტიტუტი რჩება“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ამავე თემაზე