2019-09-16 16:20:34
უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში - იოჰანეს ჰანი

უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში - ამის შესახებ განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გიორგი გახარიასთან ერთობლივი განცხადებების დროს. მისი თქმით, ამ ინსტიტუტის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ხარისხი.

„ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო პარტნიორები არიან. ვეთანხმები პრემიერს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. კერძოდ, არსებული პოტენციალის სრულიად გამოყენებაზე, მათ შორის ასოცირების შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით დაწყებული და სხვა მრავალი ჯერ აუთვისებელ შესაძლებლობამდე. ვფიქრობ, ამას შეუძლია კიდევ განამტკიცოს არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლობა, არამედ ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათი.

ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის და ძალისხმევის მხარდამჭერი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ეს ძალისხმევა კერძოდ კი კანონის უზენაესობისა და სამართლის რეფორმის კუთხით. მიმდინარე პროცესს, რომელსაც შედეგად მოჰყვება უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნა, ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში და მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ხარისხი, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს ინსტიტუტი“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ამავე თემაზე