2019-09-16 14:36:16
"მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ განწყობილია საბრძოლველად" - ხოშტარია

მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ განწყობილია საბრძოლველად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, რომ ყოველი დღე პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის, არამხოლოდ თავად ირაკლი ოქრუაშვილის, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც გავრილოვის ღამეს დაიჭირეს, ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას. ეს არის ის პოსტსაბჭოთა მეთოდები, რომელიც არ მთავრდება ხელისუფლების სასარგებლოდ. უსამართლობა ყოველთვის საბოლოო ჯამში ურტყავს უკან ისევ ხელისუფლებას. აბსოლუტურად ცხადია, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს ციხეშია, 17 ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მძევლები არიან, რომელმაც არათუ არ დასაჯა, ვინც ჩაიდინა უკანონობა და ძალადობა, დააწინაურა ისინი და უბრალოდ ადამიანი აიყვანა მძევლებად“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე