2019-09-13 19:35:04
გახარიას სკანდალური წერილის დედანი

გახარიას სკანდალური წერილის დედანი - ტელეკომპანია "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად მოიპოვა პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას მიერ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი, მუქარის შემცველი წერილის დედანი. წერილზე მუქარის შემცველი ტექსტი ცისფერი შიფტით არის დაწერილი როგორც ცნობილია ეს დოკუმენტი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი და რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და დადგინდა რომ წერილზე ათეულობით ანაბეჭდი ფიქსირდება. 

შეგახსენებთ, რომ ამ წერილის ასლს პროკურატურამ ფარატინა წერილი უწოდა. 

ცოტახნის წინ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ მუქარის წერილს შეეხება გენერალურმა პროკურატურამ, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ხაზარაძე კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. 


 

ამავე თემაზე