2019-09-11 19:10:45
"კორძაძის განცხადებიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ" - რატი იონათამიშვილი

კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ - წერს სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი. მისი თქმით, ადვოკატის განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.

„სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იციან, რომ არსებობს ინტერნეტხუმრობა, რომელიც იწყება სიტყვებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს… შემდეგ კი ამას ყოველდღიური ბანალური ჭეშმარიტება მოჰყვება. ჰოდა ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ. მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ამავე თემაზე