2019-09-11 17:29:11
"ივანიშვილმა შემოგვთავაზა ძალიან ცუდი, დამნაშავე ადამიანები, მერე რა რომ მოსამართლეები იყვნენ, მათი ადგილი ციხეშია" - გოგიჩაიშვილი

ივანიშვილმა შემოგვთავაზა ძალიან ცუდი, დამნაშავე ადამიანები, მერე რა რომ მოსამართლეები იყვნენ, მათი ადგილი ციხეშია - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, ეს სია წერტილს უსვამს ყველაფერს და ივანიშვილის რეჟიმს გააფორმებს.

“დღეს, სამწუხაროდ, ივანიშვილმა გადმოიბარა სააკაშვილი-ადეიშვილის მემკვიდრეობა, და შემოგვთავაზა ეს ძალიან ცუდი, დამნაშავე ადამიანები, მერე რა, რომ მოსამართლეები იყვნენ, არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ და უფრო მეტად სასტიკები იყვნენ იმ კრიმინალებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელნი იყვნენ და მათი ადგილი ციხეშია.

შეიძლება დღევანდელ მოცემულობაში გამოჩნდეს 76 ადამიანი, ვინც ამას მხარს დაუჭერს, მაგრამ ეს იქნება იმ ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხება, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყანაში იმედი, რომ შეიძლება ყველაფერი კარგად განვითარებულიყო. ეს სია წერტილს უსვამს ყველაფერს და ივანიშვილის რეჟიმს გააფორმებს, რომელიც იქნება ადეიშვილი -სააკაშვილის სამართალმემკვიდრე, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის ამბები მომხდარიყო ამ ქვეყანაში ამ ცუდი მოსამართლეების მხარდაჭერის გარეშე”-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამავე თემაზე