2019-09-11 17:20:28
“ქართული ოცნების” ერთადერთი პარტნიორი “პატრიოტთა ალიანსია”, მეტი პარტნიორი მას არ უჩანს ხიდები აქვს ჩატეხილი - ხუხაშვილი 

“ქართული ოცნების” ერთადერთი პარტნიორი “პატრიოტთა ალიანსია”, მეტი პარტნიორი მას არ უჩანს ხიდები აქვს ჩატეხილი - ამის შესახებ განცხადება, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას გააკეთა. ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი ცდილობს რესურსების მონოპოლიზაცია მოახერხოს.

”მიუხედავად “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობის” მკვეთრი დაპირისპირებისა, საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მივა, ისინი ერთად იქნებიან. აქ ორი აზრი არ არის. მთავარი პროცესი წინასაარჩვნოდ კი არ გვაქვს. მთავარი პროცესი პოსტსაარჩევნო პერიოდში გვექნება, თუ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ორ პოლუსიანი ველის ფორმირება. რა ამოცანის შესასრულებლადაც დაინიშნა გახარია. ქართული ოცნების ერთადერთი ბუნებრივი პარტნიორი არის პატრიოტთა ალიანსი. მეტი პარტნიორი ქართულ ოცნებას არ უჩანს ხიდები აქვს ჩატეხილი. შესაბამიად მისი საქმე არც თუ ისე კარგად არის. ივანიშვილი ცდილობს რესურსების მონოპოლიზაცია მოახერხოს. ისევ ორ პოლუსიანი ველი დატოვოს”,-განაცხადა ხუხაშვილმა.

ამავე თემაზე