2019-09-11 16:33:06
"აუცილებელია თითოეული საქმე იყოს გამოძიებული ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის" - ზოიძე

აუცილებელია, თითოეული საქმე იყოს გამოძიებული, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის - ასე ეხმაურება, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, წერილის თაობაზე. მისი თქმით, მთავარმა პროკურატურამ ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

„აუცილებელია, თითოეული საქმე გამოძიებული იყოს და კითხვებს პასუხები გაეცეს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის. ეს უფრო პოლიტიკური ფანდი მგონია, რადგან ამ ველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ. პოლიტიკური განცხადების ფარგლებში გამოყენებული იქნება ყველა მეთოდი, რომელიც მათ პოლიტიკურ ქულებს მოუტანთ. ეს პოლიტიკური პროცესია, თუმცა სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი უნდა განცალკევდეს. განცხადებები რაც კეთდება, მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყო, ეს ნორმალური პროცესია, რადგან არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამავე თემაზე