2019-09-11 16:22:08
რასმუსენის იდეა სერიოზულად განსახილველია, თუ ეს ნატო-ს პოზიცია იქნება - წერეთელი

რასმუსენის იდეა სერიოზულად განსახილველია, თუ ეს ნატო-ს პოზიცია იქნება - ამის შესახებ განცხადება გააკეთა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, მეხუთე მუხლის თაობაზე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას დამატებითი განმარტებები სჭირდება.

„ახალი საკითხი არ არის, რომ ნატო-ს ისტორიული პრეცენდენტებიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეული რეჟიმი – მეხუთე მუხლი არ განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განხორციელდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე, რაც დროებით, მორატორიუმის რეჟიმში იქნება. ეს იდეა სერიოზულად განსახილველია, თუ ნატო-ს პოზიცია იქნება. ეს ჯერ არ არის ნატო-ს პოზიცია, არის ყოფილი გენერალური მდივნის პოზიცია. თუ მსგავსი პოზიცია ნატო-ს ექნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთვის დიდი ნაბიჯი იქნება ნატო-ში გაწევრიანებისა და დეოკუპაციის მიმართულებით. შეიძლება, რუსეთიდან ფსევდო პატრიოტული ნარატივი წამოვიდეს, რაც სწორი არ არის. თუ ხელისუფლება კარგად იმუშავებს და საზოგადოების მხარდაჭერა იქნება, გერმანული რეჟიმი საქართველოშიც შეიძლება, განხორციელდეს და ქვეყანამ უსაფრთხოების სერიოზული გარანტიები მიიღოს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამავე თემაზე