2019-09-11 13:51:36
„ნაციონალურ მოძრაობას“ შეძახილები ნებისმიერ თემაზე ექნება, რაც ფეიკნიუსების გავრცელების მიზანს ემსახურება ეს მათი ტრენდია - ვოლსკი 

„ნაციონალურ მოძრაობას“ შეძახილები ნებისმიერ თემაზე ექნება, რაც ფეიკნიუსების გავრცელების მიზანს ემსახურება ეს მათი ტრენდია - ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

„ნიკა მელია პარლამენტში მოვიდა, სიტყვით გამოვიდა და როგორც ნახეთ, ამაზე რეაქცია არ გვქონდა. სამართალდამცველების გადასაწყვეტი რაც არის, მათ უნდა გადაწყვიტონ, ეს პოლიტიკოსებს არ ეხებათ. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეძახილები ნებისმიერ თემაზე ექნება, რაც ფეიკნიუსების გავრცელების მიზანს ემსახურება. ეს მათი ტრენდია. თუ ნიკა მელიას გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, მაშინ სამართლებრივად იდავონ და სასამართლომ გადაწყვიტონ. თუ საჭიროა, საკონსტიტუციო სასამართლოც ჩართონ. პოლიტიკური დავა და ხელის გადაწევა უადგილოა, რადგან არ მაწუხებს, ნიკა მელიას პარლამენტში მოსვლა და თუნდაც, ტრიბუნიდან მისი გამოსვლა და ცრუპენტელობა. თუ სამართლებრივი საკითხებია მოსაგვარებელი, სასამართლო არსებობს და მან გადაწყვიტოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე