2019-09-11 10:05:09
"მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ"- სააკაშვილი ოქრუაშვილს

მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ - ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ის პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას აფასებს.

"ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ" - წერს სააკაშვილი.

„გარეთ 21-ე საუკუნეა. 30 წელი ხდება დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ჩვენს ქვეყანას კი “ვიში” -ს მთავრობა ჰყავს გახარიას და სხვების სახით. რუსებმა და ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ გავრილოვის ღამეში მაღალი ფასის გადახდა მოუხდათ პროპორციული არჩევნების დათმობის სახით. ამ ფასის ანაზღაურება კი გახარიას გაპრემიერებით გადაწყვიტეს. გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა და რუსებმა პროცესების რადიკალიზაცია დაიწყეს და ჩვენ ყველამ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ აქედან, თუ რა სახის არჩევნები ჩატარდება 2020 წელს. შესაბამისად, მხოლოდ დასავლეთის შეფასებების იმედზე არ უნდა ვიყოთ და “სწორად” უნდა მოვემზადოთ. გახარიას გაპრემიერებით რუსებმა საქართველოს 20% -ის ოკუპაცია ხელისუფლების 100% -იანი ოკუპაციით დაასრულეს.დარწმუნებული ვარ ივანიშვილმა უკვე უპატაკა პუტინს: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“,-წერს ოქრუაშვილი.

ამავე თემაზე