2019-09-10 18:14:24
"არ ვიცი, ვინ იყო ქალბატონი, რომელიც შემოვიდა, ისინი ხელს უშლიდნენ კონფერენციის მსვლელობას ძალიან უხეშად"- კრამერი ინაშვილზე

არ ვიცი, ვინ იყო ქალბატონი, რომელიც შემოვიდა, ისინი ხელს უშლიდნენ კონფერენციის მსვლელობას ძალიან უხეშად, – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„მინდოდა, კამერებს დაეტოვებინა ოთახი, რათა შეგვძლებოდა კონფერენციის განახლება. კონფერენციაში მონაწილეობისთვის მათ უნდა გაევლოთ რეგისტრაცია. ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ გაგრძელებულიყო კონფერენცია დღის წესრიგის მიხედვით“, – განაცხადა კრამერმა.

ამავე თემაზე