2019-09-10 18:08:23
"რუსები ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს ნაწილი ოკუპირებული ექნებათ, ეს გამორიცხავს NATO-ს წევრობას, რაც სიმართლე არაა" - ჰერბსტი

რუსები ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს ნაწილი ოკუპირებული ექნებათ, ეს გამორიცხავს NATO-ს წევრობას, რაც სიმართლე არაა - განაცხადა, უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ანალიტიკური ინსტიტუტის ევრაზიული ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა

"საქართველოს აქვს ცხადი კურსი დასავლური ინტეგრაციისკენ და სურს, NATO-ს წევრობა ამის ნაწილად განიხილოს. მე მესმის ეს მისწრაფება და მხარს ვუჭერ, რადგან კრემლი პატივს არ სცემს საქართველოს ან რომელიმე მეზობლი ქვეყნის სუვერენიტეტს, თუ ის მართლაც ძლევამოსილი სახელმწიფო არაა. როგორც ჩანს, NATO-ს წევრობა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა კრემლის მეზობლისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ უფლება აქვს, ის გაუკეთოს, რაც მოუნდება. რა თქმა უნდა, NATO-ში არის ხალხი, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი, რუსები კი ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს ნაწილი ოკუპირებული ექნებათ, ეს გამორიცხავს NATO-ს წევრობას. ეს არ არის სიმართლე. მე-5 მუხლი ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ქვეყანა და პირობას ვდებთ, დავიცვათ ტერიტორია, რომელსაც ეს ქვეყანა აკონტროლებს. სამწუხაროდ, თბილისი არ აკონტროლებს ორ რეგიონს, ამრიგად, თეორიულად, საქართველოს შეუძლია ხვალ გაწევრიანდეს, ამ ორი არეალისთვის გარენტიების გარეშე, მაგრამ პოლიტიკის გათვალისწინებით, ეს ახლა არ მოხდება. დასავლეთ გერმანიის მაგალითი სწორია - გერმანია მაშინ გაწევრიანდა, როცა მისი დიდი ნაწილი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო. ადამიანები ხანდახან ივიწყებენ ისტორიას, როცა ეს პოლიტიკურად აწყობთ.” - 

ამავე თემაზე