2019-09-10 17:47:01
"რა უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასე მიმართოს ჩვენი ქვეყნის ვიცე-სპიკერს, მართლა კოლონია ხომ არ ვართ" - ლომაია 

რა უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასე მიმართოს ჩვენი ქვეყნის ვიცე-სპიკერს, მართლა კოლონია ხომ არ ვართ - ამის შესახებ განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა დეპუტატმა, გირგი ლომაიამ გააკეთა. დეპუტატის თქმით, ის რაც დღეს სასტუმრო „რუმსში“ მოხდა, საერთოდ ამაზრზენია და საქმე მარაზმთან გვაქვს. 

„რაც დღეს სასტუმრო „რუმსში“ მოხდა, საერთოდ ამაზრზენია, მარაზმთან გვაქვს საქმე. ვიცე-სპიკერი მიდის, უნდა, დაესწროს კონფერენციას და სიტყვით გამოვიდეს. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ხო? ის პოლიტიკური ძალა და მათი პატრონები, ასე ვთქვათ, დასავლელი პატრონები, რომელთაც მოაწყვეს „რუმსში“ ეს პრესკონფერენცია, დემოკრატიაზე დებენ თავს, რომ დემოკრატიულად აზროვნებენ, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოდის, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს, არა დედა აგინოს ან ჩაუშალოს კონფერენცია, არამედ კონსტრუქციული აზრი გამოხატოს, მას არა მხოლოდ არ აძლევენ ამის უფლებას, არამედ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ფიზიკურად ეხებიან და აგდებენ. „ვინა ხარ შენ“ – რა უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასე მიმართოს ჩვენი ქვეყნის ვიცე-სპიკერს. მართლა კოლონია ხომ არ ვართ, 51-ე შტატი ხომ არ ვართ? ქართველები ვართ ხალხო და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია“, – განაცხადა ლომიამ.

ამასთან, დეპუტატი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა მეხუთე მუხლთან დაკავშირებით.

„დღეს რაც წავიკითხე, ჩვენ გვთავაზობენ, რომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარი ვთქვათ და ნატო-ში გავწევრიანდეთ და ჩვენი გადასაწყვეტია თურმე ეს, მაგრამ ამაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ. რა მსჯელობა უნდა დავიწყოთ? რომელი ერთი მოაწერს ხელს ტერიტორიების დაკარგვას, რის მაგივრადაც ჩვენ ნატო-ში გავწევრიანდებით? რომელიმე თქვენგანი მოაწერს ამას ხელს? ეს შეურაცხყოფაა ქართველი კაცისთვის. ამას რატომ გვთავაზობენ? რატომ ბედავენ ამას საერთოდ. გეუბნებით, რომ კანონში ცვლილებებია შესატანი, სადაც მკაფიოდ უნდა გაიწეროს, რა არის შეურაცხყოფა და რა არის სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ლომიამ.

ამავე თემაზე