2019-09-10 13:54:30
62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მაზლს პატიმრობა შეეფარდა

62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მაზლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. შუამდგომლობას ბრალდების მხარე მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფუძვლებით ასაბუთებდა.

ცნობისთვის, თემქაზე, მე -11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოკლულის მაზლია.  

 

ამავე თემაზე