2019-09-10 11:13:25
ნოდარ ხადური გარდაიცვალა

49 წლის ასაკში გულის შეტევით კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური გარდაიცვალა. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1996 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1999 წელს.

1987-1988წწ., 1990-1992წწ. საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელი; 1996-1997წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციათა კურსს კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში; 1997-1998წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 1999-2000წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი; 2004-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2004-2008წწ. გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ეროვნული კონსულტანტი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი; 2012-2016წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2016 წელს დაინიშნა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში.

ამავე თემაზე