2019-09-10 10:13:33
ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება მიულოცა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს, გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაშინიანმა გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებას შეეხო.

ამავე თემაზე