2019-09-06 19:17:05
"ჩემთან არ შეიძლება ასეთი თამაში" - გვარამია

ჩემთან არ შეიძლება ასეთი თამაში - ამის შესახებ განცხადება “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მის საქმეს დაემატა ფულის გათეთრებაზე მუხლი. ბრალის წაყენების მიზანი კი მთავარი არხის გაჩერებაა.

"ჩემთან არ შეიძლება ასეთი თამაში. რა, რა და აბუჩად აგდება სამართლებრივ თემებთან გადასარევად შემიძლია", - განაცხადა გვარამიამ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ რომ, რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს, რაც რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას გულისხმობს. ამის შესახებ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და ის დღეს, 18 საათზე დაიბარეს.

ნიკა გვარამიას დამატებით კიდევ ერთი ბრალს პროკურატურა ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მოტივით წაუყენებს.

ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს. სამივე მათგანი პროკურატურაში ბრალის გასაცნობად, დღეს 6 სექტემბერს არის დაბარებული.

ამავე თემაზე