2019-09-06 19:03:00
გვარამიას თქმით, მისი დაკავების შემთხვევაში მთავარ არხს დიტო საძაგლიშვილი უხელმძღვანელებს

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობა დატოვა. გვარამია საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს. მთავარი არხის დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი დაკავების შემთხვევში არხს დიტო საძაგლიშვილი უხელმძღვანელებს. 

„ეს ხელისუფლება გადასულია უკვე ლეგიტიმური ხელისუფლების ზღვრებიდან, მედიის დაფუძნების გამო, მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით. იმიტომ, რომ არ ეშველა ამ მიკროფონის („რუსთავი 2“-ის მიკროფონზე) არაფერი და ვერავინ წაიყვანა ჩვენგან იმიტომ, რომ დასრულებულია, მეგობრებო, ეს ამბავი. მორჩა, იქ ვინც მუშაობს, დამკრძალავი კომისიაა და გააცნობიერებენ მალე, მაგრამ, რომ არ ეშველა ამ „რუსთავი 2“-ს და ჩვენთან რომ არის ყველა ის, ვინც არის მაგარი ამ ქვეყანაში, ამას არ ეშველება ნიკა გვარამიას დაჭერით. იმიტომ არიან, რომ ფასეულობა ვისაც ჰქონდა, ის წამოვიდა იქ, სადაც უნდა იყოს. ამიტომ ღიად ვაცხადებ, ეს ადამიანები, ვინც ჩემს უკან დგანან გააკეთებენ საუკეთესო კონტენტს, იქნება ნიკა გვარამია დროებით მათთან ერთად, თუ არ იქნება. ერთადერთი კვესიტაძე შეიძლება ცოტა ხნით დაობლდეს. მეტი არანაირი ცვლილება არ იქნება. დიტო საძაგლიშვილს ვაბარებ ოფიციალურად დირექტორის მოვალეობის შესრულებას. დანარჩენებმა ყველამ თავისი საქმე იცის,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე