2019-09-06 16:08:38
ცნობილი მუქარის წერილის ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება

"ცნობილი მუქარის წერილის ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს, როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება" - ამის შესახებ განცხადებ ადვოკატმა სტივენ ქეიმ გააკეთა.

TBC ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ლონდონიდან ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ მიუღიათ. როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ ლონდონში ექსპერტიზაზე ე.წ. „გახარიას წერილი“ მიმდინარე წლის მარტში გააგზავნა; კერძოდ, საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო.

შეგახსენებთ, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილში, რომელიც თავად საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა, "ყველანაირი წინაპირობის გარეშე" შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, "გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გააკეთებენ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".

წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:

"დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;

ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TVიმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ
მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

· ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

· წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის," - ნათქვამი იყო პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

 

ამავე თემაზე