2019-09-06 14:26:01
"მთავარი არხი მაინც გავა ეთერში, ტყუილად წვალობთ" - გვარამია

მთავარი არხი მაინც გავა ეთერში, ტყუილად წვალობთ - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ გაცხადებულ ახალ ბრალდებას.

"დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ.

რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში.

ps მთავარი არხი მაინც გავა ეთერში, ტყუილად წვალობთ." - წერს გვარამია.

ამავე თემაზე