2019-09-06 14:18:46
რ2-ს ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და ინტერმედია პლიუსის დირექტორს ბრალი წაუყენეს

რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამ საქმეზე ბრიფინგი უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ დადგენილება გამოტანილია.

"გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახაბერ დამენიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ასევე, გამოტანილია დადგენილება „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია." - აღნიშნულია პროკრუატურის განცხადებაში. 

ამავე თემაზე