2019-09-05 19:10:00
ვანო ზარდიაშვილი და მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე აბაშიძის ქუჩაზე საუბრობდნენ

ქართული ოცნების დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი და გავლენიანი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე აბაშიძის ქუჩაზე საუბრობდნენ. მიხეილ ჩინჩალაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიცია მოსამართლეთა კლანის ლიდერობაში ადანაშაულებენ. 

“ჩინჩალაძე ყველაზე გავლენიანი პირი, ყველაზე ოდიოზური, ყველაზე საშიში. ის ფლობს ძალიან დიდ ძალაუფლებას, მთელ სასამართლო სისტემაში ადრეც ჰქონდა ამ ადამიანს ეს ძალაუფლება ახლაც აქვს". - ამის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა ტაბულასთან საუბრისას განაცხადა.

 

 

წყარო:ტაბულა

ამავე თემაზე