2019-09-05 16:15:53
გვარამიას არხმა პოლიტიკური გადაცემების განთავსების უფლება მიიღო

ნიკა გვარამიას მთავარმა არხმა პოლიტიკური გადაცემების განთავსების უფლება მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მანამდე არხზე მხოლოდ გასართობი გადაცემების განთავსება იყო შესაძლებელი.

როგორც კომისიის სხდომაზე არხის წარმომადგენელმა, თამთა მურადაშვილმა განაცხადა, მაუწყებლობის დაწყება დღეს, 5 სექტემბერს იყო დაგეგმილი და რადგან ავტორიზაციის მოდიფიცირება ვერ ესწრებოდა თარიღმა 9 სექტემბრამდე გადაიწია. არხის ამუშავების შემდეგ მისი ყურება ე.წ. სახლის ანტენებით, სატელიტური თეფშით, ინტერნეტითა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე