2019-09-05 15:44:53
"არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა“- გომელაური მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე 

არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ, ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმული კითხვას, დაიჭირეს თუ არა ტერორისტები გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც განცხადებებს პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობის წევრები აკეთებდნენ.

„2013 წლიდან ტერორიზმის მუხლით დაკავებულია 21 პიროვნება. თქვენ ალბათ, გულისხმობთ მაჩალიკაშვილის თემას და სასაფლაოზე რა ჩანაწერიც გავიდა. ღია ეთერში ამაზე ვერ ვისაუბრებ და ბოდიშს მოგიხდით. არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო, მთავარია დანაშაული აღკვეთო. გეგმავდნენ თემას და რომ გასაჯაროვდა, თემა გაჩერდა. აქედან გამომდინარე, აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა“, - განაცხადა გომელაურმა.

ამავე თემაზე