2019-09-05 15:17:23
თემქაზე მოკლული 62 წლის ქალის სახლიდან სავარაუდოდ, წაღებულია ოქროულობა

თემქაზე მოკლული 62 წლის ქალის სახლიდან სავარაუდოდ, წაღებულია ოქროულობა,- ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"როგორც ვიცი, სახლიდან მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული. გარდაცვლილის მეუღლე დღეს, მას შემდეგ, რაც სიმას გარდაცვალების ამბავი გაიგო, პოლიციას ესაუბრებოდა, რომ სამი დღის წინ ბანკიდან ოქრო გამოვიტანეო", - განაცხადა გარდაცვლილის ბიძაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე