2019-09-05 10:22:46
"ევროპული საქართველოს" წევრები, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ დაესწრებიან 

"ევროპული საქართველოს" წევრები, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ დაესწრებიან. "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, არანაირი შეკითხვები არ შეიძლება არსებობდეს ცალკეულ მინისტრებთან, სადაც ფორმალურადაც კი არ განხორციელებულა არც ერთი ცვლილება.

"გიორგი გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის საზოგადოებაზე ძალადობა და ხელის გადაგრეხვის მცდელობა. ამ სიტუაციაში ნორმალური პოლიტიკური დიალოგი ვერ იქნება, მითუმეტეს, არანაირი შეკითხვები არ შეიძლება არსებობდეს ცალკეულ მინისტრებთან, სადაც ფორმალურადაც კი არ განხორციელებულა არც ერთი ცვლილება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სასამართლო სისტემის უმძიმეს კრიზისში შეყვანაში, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ იარაღად ქცევაში და ყველა იმ სერიოზულ მავნებლურ ნაბიჯში, რომელსაც "ქართული ოცნება" სამართალდამცავი სისტემის მიმართულეით დგამდა",-განაცხადა აბესაძემ.

ამავე თემაზე