2019-09-05 10:16:45
"ოცკაციანი სიიდან, 8-9 მოსამართლე ე.წ ჩინჩალაძის კლანის წევრია" - ბესელია 

ოცკაციანი სიიდან, 8-9 მოსამართლე ე.წ ჩინჩალაძის კლანის წევრია - ამის შესახებ განცხადება, უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას გააკეთა. 

ვენეციიის კომისია რეკომენდაციაში ამბობს, რომ ამ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ აირჩიოს. რეკომენდაციით მხოლოდ იმდენი მოსამართლე უნდა შეირჩეს, რამდენიც სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის იქნება საკმარისი. მათ თქვეს, რომ დანარჩენი მოსამართლეები ახალ პარლამენტს აერჩია. ეს ოცკაციანი სია კრიტიკას ვერ უძლებს. ამ სიაში დაახლოებით 8-9 მოსამართლე ე.წ ჩინჩალაძის კლანის წევრია. დეკემბერში, როცა ის 10-კაციანი სია კომიტეტზე არ გამოვიტანე, მაშინ ე.წ კლანი დამარცხდა. ახლაც აქვს შანსი პარლამენტს… ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, მთავრობის დამტკიცებაც კი არ არის, რადგან მთავრობა შეიცვლება, ეს ხალხი კი უვადოდ ინიშნება სასამართლოში”,-აცხადებს ბესელია.

ამავე თემაზე