2019-09-05 10:13:25
"ადვოკატის ვალია ყველას დაცვა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელთა დაცვაც შეუძლებელია" - ზურაბიშვილი

ადვოკატის ვალია ყველას დაცვა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელთა დაცვაც შეუძლებელია - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, Madame Figaro-ს საუბრისას გააკეთა, რომელმაც კითხვა ზვიად დევდარიანის ადვოკატის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით დაუსვა. 

"მე ჩემს პოზიციას მის ამ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვამართლებ. ადვოკატის ვალია ყველას დაცვა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელთა დაცვაც შეუძლებელია. ამასთანავე, მე, რასაკვირველია, ძალიან ფხიზლად ვარ, როდესაც საქმე ეხება ჩენი გუნდის მომავალი წევრების შერჩევას." - განცხადა ზურაბიშვილმა.

CIDA-ს​ უკვე ყოფილი ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში 10-მდე ქალი ადანაშაულებს. საქმეების ნაწილს სწავლობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი - 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამოჩნდა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. დევდარიანმა ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ამავე თემაზე