2019-09-04 19:41:34
"კენჭისყრას ვერ ვესწრები, თუმცა ამ ფარსში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესის სიმახინჯეს გაესვას ხაზი" - დოლიძე

კენჭისყრას ვერ ვესწრები, თუმცა ამ ფარსში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესის სიმახინჯეს გაესვას ხაზი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ფეისბუქზე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კენჭისყრას და ამბობს, რომ ამ ფაქტზე მას და ნაზი ჯანეზაშვილს ერთი დღით ადრე შეატყობინეს.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ თავიდან ბოლომდე ფასადური პროცესია. ეს თავიდანვე ვთქვით მე და ნაზიმ აგვისტოში როდესაც გასაუბრებები დამთავრდა. ის პოლიტიკურად მართული პროცესია. ამის კიდევ ერთი დასტური არის კენჭისყრის დანიშვნა სამთავრობო ცვლილებების პარალელურად. მაშინ როდესაც მთელი აგვისტო მე და ნაზი ვითხოვდით კენჭისყრის თარიღის დადგენას, რაც არ გვეღირსა. ახლა ერთი დღით ადრე გვეცნობა კენჭისყრის დღე, სწორედ ამიტომ. გახარიას დანიშვნას მიაქვს საზოგდოებრივი ყურადღება და იმედია, რომ ამიტომ მოსამართლეების საკითხს ყურადღებას ნაკლებად მიაქცევენ. ეს კარგიც არის, ანუ არსებობს ხალხის რეაქციის შიში. მე საქართველოში არ ვიმყოფები და კენჭისყრას ვერ ვესწრები. თუმცა ამ ფარსში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესის სიმახინჯეს გაესვას ხაზი. თანაც ნურავინ იფიქრებს რომ ეს პროცესი აქ თავდება. გახარია კი არა ჩიკატილო რომ დანიშნოთ პრემიერად მოსამართლეების საკითხი მაინც ძვირი დაგიჯდებათ." -წერს დოლიძე.

 

ამავე თემაზე