2019-09-04 19:01:46
"ანა დოლიძემ არ ისურვა შვებულების შეწყვეტა და არ მოცდა დასვენებას" - გვრიტიშვილი

ანა დოლიძემ არ ისურვა შვებულების შეწყვეტა და არ მოცდა დასვენებას - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვირიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმაზე, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრი ვერ ესწრება მოსამართლეთა ასარჩევ კენჭისყრას. გვრიტიშვილი ანა დოლიძეს ადანაშაულებს იმაში, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად შვებულება არ შეწყვიტა:

"მე და ჩემს კოლეგებს, მოსამართლე წევრებს ვგულისხმობ, არაერთგზის გაგვიკეთებია განცხადება, რომ ანა დოლიძე არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც იგი არ იმსახურებს ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მაღალი სტატუსი. ყოფილა სხვა შემთხვევა, როდესაც კონკურსის შედეგად, არც გასაუბრებაში მიუღია მონაწილეობა, არც კენჭისყრაში, არც მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიალში და დღესაც ფაქტობრივად, იგივე მეორდება. მან არ ისურვა შვებულების შეწყვეტა, არ მოცდა დასვენებას - განაცხადა გვრიტიშვილმა.

 

ამავე თემაზე