2019-09-04 16:08:17
საზოგადოება დაიღალა "ქართული ოცნების" ცრუ დაპირებებით, შვიდი წელიწადია ვუყურებთ და ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარეს - ჭიაბერაშვილი

საზოგადოება დაიღალა "ქართული ოცნების" ცრუ დაპირებებით, შვიდი წელიწადია ვუყურებთ და ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარეს - განაცხადა, "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, ქართული ოცნება არაფერს აკეთებს უმუშევრობის, სიღარიბისა და ფასების ზრდის აღმოსაფხვრელად.

"საზოგადოება დაიღალა ქართული ოცნების ცრუ დაპირებებით. ჩვენ უკვე შვიდი წელიწადია ვუყურებთ, რომ მათ ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარეს, რაც ეხება ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ისედაც მწირი თანხა არის გამოყოფილი ბიუჯეტში, იგივე, მედიკამენტების პროგრამაზე, რომ გაძვირებული მედიკამენტების პირობებში ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს და სამინისტრო იმასაც ვერ ითვისებს," - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ამავე თემაზე