2019-09-04 14:14:29
"რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო" - გოცირიძე ლარის კურსზე

რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გააკეთა. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა თუ ეპიზოდურად წაიფაფხურა, მთავრობა არაფერს აკეთებს ლარის სტაბილურობისათვის.

“ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმები უნდა გამოიყენოს ლარის გაუფასურების შესაჩერებლად და შესაბამისად, ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის უნდა გამოიყენოს რეზერვები. წინა თვეს ამ ზომისათვის რომ არ მიემართა, რომელმაც გარკვეულწილად ბაზარი დაამშვიდა, ლარი დიდი ხანია გადაცილებული იქნებოდა სამიანის ნიშნულს და საკმაოდაც. რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო. თუ რეზერვებს აგროვებ და ბაზარში (კურსში) ერევი, მისი უკან დაბრუნებაც იგივე ეფექტის მქონე ქმედებაა და ცალკარა თამაშის (მხოლოდ დაგროვება) ჯანსაღ საქციელად გასაღება, სისულელეა. ეროვნულმა ბანკმა თუ ეპიზოდურად წაიფაფხურა, მთავრობა არაფერს აკეთებს ლარის სტაბილურობისათვის. პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება და ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეწყდეს ლარის მცოცავი გაუფასურება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე