2019-09-03 13:52:20
პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული, რაც არ შეიძლება - საპატრულო პოლიციის უფროსი

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განმარტა, რატომ გამოიყვანეს აქცია „სირცხვილიას" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან, სადაც აქცია დილიდან მიმდინარეობს. 

„შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. შესაბამისად, მოვუწოდეთ, რომ გადაწეულიყვნენ და გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. ნუ დაბლოკავენ“, - განაცხადა სირაძემ. 

ამავე თემაზე