2019-08-30 13:38:29
"არ მგონია, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი იყოს, ვისაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მოეწონებოდა" - მდინარაძე დევაძის შეწყალებაზე 

არ მგონია, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი იყოს, ვისაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მოეწონებოდა - ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან რამაზ დევაძის შეწყალება მისთვის მიუღებელი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. 

„ერთი მხრივ გასაგებია, რომ მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ჩემთვის აბოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრობის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით. ვფიქრობ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ თემაზე განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს, რადგან არ მგონია, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი იყოს, ვისაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მოეწონებოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამავე თემაზე