2019-08-20 11:47:34
შსს-მ გამოძიება დაიწყო - საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს. 

“სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათისმონაცემების შეყვანას თხოვენ.

ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება.

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული.

საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე