2019-08-19 18:04:50
"ყველაფერს გავარკვევთ სინოდის კრებაზე" - მეუფე მიქაელი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

ყველაფერს გავარკვევთ სინოდის კრებაზე - ასე უპასუხა ჟურნალისტებს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე როგორც ვიცი, ზოგჯერ შეუძლოდ არის, ზოგჯერ არაუშავს. ღმერთმა უშველოს და დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს და გამოაჯანმრთელოს. ჩვენ ყველა უნდა შევიწყალოთ, ყველა ადამიანი, ვინც კი არსებობს დედამიწაზე, ყველაზე უნდა ვილოცით, მაგრამ მერე ღმერთი როგორც გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ სინოდის კრებაზე, როცა სინოდის კრება იმსჯელებს, თქვენ აუცილებლად გაიგებთ ყველა პასუხს“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საპატრიარქოს მიმართეს, მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.

ამავე თემაზე