2019-08-19 12:10:43
"გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს" - ზურაბიშვილი  

გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს - ასეთია ლოპოტადან დაბრუნებული პრეზიდენტის კომენტარი გუგუტიანთკარზე.

პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს. "ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ... გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს... ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი "კურიერთან" საუბრისას.

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ბორდერიზაციის პროცესი სავარაუდოდ დღესვე განახლდება.

ამავე თემაზე