2019-08-19 10:48:07
პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა და არც წირვას ესწრება - გახარია თუ ცქიტიშვილი ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძეს

პრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროზე გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროზე პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინსტრს გიორგი გხარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილა მეორე აღავლენს.

ამავე თემაზე