2019-08-19 10:36:04
ქუმსიშვილის შვილი ცემეს - საქმეში სავარაუდოდ, სამართალდამცველები ფიგურირებენ

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი, ირაკლი ქუმსიშვილი სცემეს. "კურიერის" ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცველებიც ფიგურირებენ. ქუმსიშვილის შვილისთვის მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე იყო, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანს "რუსთავი2" ავრცელებს. ფაქტები, როგორც შს სამინისტროში, ისე ღუდუშაურში დავაზუსტეთ. კლინიკაში ინფორმაცია დაადასტურეს.

ძალოვანი უწყებიდან კი შეგვატყობინეს, რომ ჩხუბი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რესტორან "ღვინის ქარხანა გალერია"-ში მოხდა. ირკვევა,რომ ქუმსიშვილის ვაჟს და მის მეგობარს უთანხმოება დაცვის სამსახურთან მოუვიდა,ადგილზე გამოძახებულ პოლიციას კი წინააღმდეგობა გაუწიეს. საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.

ამავე თემაზე