2019-08-16 18:01:45
"რ2-ში პრეზენტაციას აპირებენ წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო" - გვარამია

"რ2-ში პრეზენტაციას აპირებენ წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო" - ამ ინფორმაციას "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. სოციალურ ქსელში გვარამია განცხადებას ავრცელებს, სადა წერს:

"სრულიად სერიოზულად, რ2-ში პრეზენტაციას აპირებენ წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო. ჯერ შიგნით მერე საჯაროდ.

პირად ინფორმაციას და კანონს და კონსტიტუციას რო დაარღვევენ ჯერ შიგნით, მერე საჯაროდ, ერთი საკითხი.

პრეზენტატოტ სალიაზე გულისამრევი ისაა, ვინც მაგას უყურებს და დაესწრება და უყურებს. ბარემ საძინებლებში დაესწარით თანამშრომლების სექსს.

და მესამე, ვისზეც ეგაა გათვლილი, მაგის პრეზენტაცია არ სჭირდება - ისედაც ავადაა და დადის და ითვლის სხვების ფულს. ეგ ავადმყოფობა ვისაც აქვს, ისედაც არ მჭირდება ახალ ტვ-ში, თქვენთვის დაიტოვეთ.

ps ეს სალია ბოლოს რ2ის შენობაზე მიანათებს და ჩვენებას მოაწყობს, რომ მაშანტაჟებდნენ, იმ კადრების, და არ გამოვრიცხავ, ზოგი დაესწროს და უყუროს 

ამავე თემაზე