2019-08-16 17:52:47
მოსახლეობა სახლებს აგურ-აგურ შლის - ვითარება გუგუტიანთკარში (ფოტო)

გუგუტიანთკარში მოსახლეობამ, რომელთა სახლებიც რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა, საცხოვრებლის დაშლა დაიწყო. ადგილობრივებს ტერიტორიის დასატოვებლად და სამშენებლო მასალის გასატანად ორი დღე მისცა. 

მოსახლეობა იძულებულია წლების წინ აშენებული სახლები აგურ-აგურ დაშალოს, რადგან მათი კერძო საკუთრება, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა. ფოტოში აღბეჭდილი სახლი გივი რაზმაძეს ეკუთვნის. 

მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში პირველად არ არიან და 2013 წელს მავთულხალართებით მისი სახლი შუაზე გაყვეს.

 


 

ამავე თემაზე