2019-08-16 17:01:07
მცოცავი ანექსია შემაშფოთებელია - ესტონეთის ელჩი 

ბორდერიზაციის პროცესი გუგუტიანთკარში - ადგილზე დაახლოებით, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროს წევრებთან ერთად ჩავიდნენ იქ, სადაც რუსი ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გუგუტიანთკარიდანმხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, კაი კაარელსონმა.

„ესტონეთი საერთაშორისო სამართლის აქტიური დამცველია და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვლენათა ის განვითარება, რასაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელია, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, რაც გულისხმობს მცოცავ ანექსიას, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისისთაც. ამ ვითარებაში მნიშნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა“, – განაცხადა საქართველოში ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა.

ამავე თემაზე