2019-08-15 14:12:12
მიხეილ სააკაშვილი არის მოღალატე - ოხანაშვილი კომენტარი "იმედის" ეთერში გასულ სკანდალურ ფილმზე

ტელე "იმედის" ეთერში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გასულ ფილმს, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი ეხმაურება. და კიდევ ერთხელ ადანაშაულებს წინახელისუფლებას. ოხანაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოღალატეს უწოდებს. 

მმართველი გუნდის დეპუტატი ფილმს სოციალურ ქსელში აზიარებს. 

"როდესაც საკუთარ მიწა-წყალს მოიხსენიებ ქვა-ღორღად და ერთი ადამიანის სიცოცხლე და მისი მამა-პაპისეული კარ-მიდამო არაფრად მიგაჩნია, ასეთ ადამიანს არ უყვარს საკუთარი არც სამშობლო და არც ხალხი! 
ასეთი ადამიანი არის მ. სააკაშვილი❗️❗️❗️"- წერს ოხანაშვილი.

ამავე თემაზე