2019-08-15 13:41:00
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "კონტი ჯგუფმა" დატოვა - კონსორციუმში მიზეზებს არ ასახელებენ 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "კონტი ჯგუფმა" დატოვა. ინფორმაცია კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა bm.ge-ს ​დაუდასტურა. 

ამერიკული "კონტი" ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი აქციონერი იყო. რა გახდა ამერიკული მხარის მიერ ჯგუფის დატოვების მიზეზი, კონსორციუმში არ ასახელებენ.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო "აქცენტმა" გაავრცელა.

ამავე თემაზე