2019-08-15 11:51:56
გახარია ახალი პრემიერი - ივანიშვილი ბახტაძეს უშვებს

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოსტს დატოვებს და მას ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის.

ბახტაძის პოსტიდან წასვლის მიზეზად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება სახელდება. შესაძლოა მასთან ერთად პოსტები ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა დატოვონ.

ინფორმაციას ბახტაძის გახარიათი ჩანაცვლების შესახებ სახელისუფლებო გუნდში ოფიციალურად  არ ადასტურებენ, თუმცა კულვარებში არაოფიციალურად ამბობენ, რომ ივანიშვილს პრემიერის პოსტიდან გაშვება გადაწყვეტილი აქვს და ცვლილებები სექტემბრის დასაწყისში განხორცილედება.

ამავე თემაზე