2019-08-14 16:48:57
"წელიწადი და შვიდი თვე ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და უცებ გახდა დამნაშავე" - კალანდიას პროცესი საქალაქო სასამართლოში 

"წელიწადი და შვიდი თვე ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და უცებ გახდა დამნაშავე" - ეს განცხადება, მიხეილ კალანდიას მამა გააკეთა. 

თენგიზ კალანდიასთვის  ასევე გაუგებარია, რატომ შეცვალა პროკურატურამ გადაწყვეტილება მისი შვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც წელიწადი და შვიდი თვის მანძილზე ის უდანაშაულოდ ითვლებოდა.

„პიროვნებაზე ვინ იკითხება, რა იკითხება წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ და პიროვნულად ვის რა მორალი აქვს ეგეც არ ვიცი. ვის რა მორალიც აქვს, ის თქვას. რა მორალითაც ცხოვრობს, იმ მორალით იცხოვროს ბოლომდე. რა უნდა თქვან  ისეთი, რაც ყველამ იცის, იმაზე მეტს ვერაფერს ვერ იტყვიან. რავიცი, წელიწადი და შვიდი თვე პროკურატურის ვერსიით ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და უცებ რაღაცა შეიცვალა და უცებ გახდა დამნაშავე. რავიცი, მეც ველოდები, იქნებ რამე ახალი თქვან. დაახლოებით 151, თუ 152 მოწმეა დასაკითხი, მაგრამ ვინ არის ეს 150 კაცი ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს,“- განაცხადა მიხელ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ.

საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მოწმეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ამავე თემაზე