2019-08-14 15:44:13
"მატყუარა როა, ფაქტია" - იზორია ხაბეიშვილზე

თავდაცვის მინისტრი, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს. ლევან იზორია ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს.

იზორია ამბობს, რომ კონკურსი ჩატარდა კანონის სრული დაცვით და გამოვლინდა კომპანია, რომელიც სხვადასხვა მომსახურებას ეწევიან მაღალი რანგის სტუმრების დროს.

„მატყუარა როა, ფაქტია. ჯობია, სანამ რაღაც განცხადებებს გააკეთებს, მოგვმართოს. შეგვიძლია ინფორმაცია მივაწოდოთ ობიექტური. ობიექტური ინფორმაცია კი მდგომარეობს იმაში, რომ გამოცხადდა კონკურსი, არავითარ გადაუდებელ შესყიდვას ადგილი არ ჰქონია. ერთი თვის განმავლობაში, საჯარო იყო ეს კონკურსი და გამოვლინდა ობიექტური შეფასების შედეგად. კერძოდ კი, იმ პრინციპის თანახმად, რასაც ჰქვია ყველაზე ნაკლები ფასი. გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც ეწევიან არა ე.წ. როგორც ამბობენ, მხოლოდ სარესტორნო მომსახურებას, არამედ ეს მომსახურება დაკავშირებულია მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტრომ სარესტორნო ხარჯისთვის 300 ათასი ლარი გამოყო. ოპოზიცია იზორიას უწყების მიერ აგვისტოში გაფორმებულ 3 ხელშეკრულებას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დასახელებული თანხა სამინისტრომ 3 მომსახურების შეძენისთვის, ტენდერის გარეშე უნდა გადაიხადოს.

ამავე თემაზე